მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახსნა ისე უნდა დავიწყოთ, რომ კვლავ ჩაკეტვა არ დაგვჭირდეს - ეკატერინე ტიკარაძე

60114bab932fd
ინგა მურუსიძე
27.01.21 15:39
587
შაბათ-კვირას კვლავ ჩაკეტვის რეჟიმი შენარჩუნდება, თუმცა თუკი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, შესაძლოა ჩაკეტვის დღეები შევცვალოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სავაჭრო ცენტრებთან და რითეილ სექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეპიდსიტუაციის კონტროლისთვის აუცილებელია, რომ ორი დღე მობილობის შემცირების მიზნით, აკრძალვები ძალაში დარჩეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სრულად გავხსნათ აჭარა და დავაკვირდეთ რა მოხდება. უნდა შევინარჩუნოთ დადებითობის მაჩვენებელი ისეთი დაბალი, როგორიც დღეს გვაქვს. კომუნიკაცია გვქონდა ბიზნესთან და ავუხსენით სახელმწიფოს მიდგომა. ჩვენი მიდგომა კი არის მაქსიმალურად გადავდგათ ნაბიჯები გახსნისკენ ისე, რომ ამას არ მოყვეს უკურეაქცია და არ დაგვჭირდეს კვლავ ჩაკეტვები.

ვიცით, რამდენად მძიმეა ეს ჩაკეტვები ეკონომიკისთვის და ხალხისთვის. ჩვენ ვიღებთ პრაქტიკებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ორი დღე იყოს ჩაკეტიილი. შევთანხმდით, რომ შაბათ-კვირა დარჩება ჩაკეტვების გეგმაში, ხოლო შემდეგ პერიოდში, როცა დადებითობა 4%-ზე ნაკლები იქნება, მოვუბრუნდებით ამ სიტუაციას და გადავწყვეტთ ჩაკეტილობა იყოს შაბათ-კვირას, თუ სხვა ორი დღე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.