მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდე შენი პროდუქცია დისტანციურად MYMARKET-ის დახმარებით

5e84839ea9487
BM.GE
01.04.20 16:23
5005
MY.GE-ის ინიციატივა #შენთვის და შენი ბიზნესისთვის უკვე ამოქმედდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იმ კომპანიებს, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ვებ-გვერდი და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფენ პროდუქციის ადგილზე მიტანას ან უბრალოდ უნდათ დამატებითი გაყიდვების არხი, www.MY.GE  სთავაზობს ყველაზე დიდ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდზე ინტეგრაციას.

მათი თქმით, www.MY.GE -ის პლატფორმეში ინტეგრაციით, გაჩნდება დამატებითი გაყიდვების არხი, რაც  გაზრდის შემოსავლას, შეიქმნება ონლაინ მაღაზია myshop.ge-ზე, ბრედნირებული გვერდით და ისარგებლებთ ონლაინ მაღაზიის სრული ფუნქციონალით.

გარდა ამისა, MYSHOP-ზე მაღაზიის დარეგისტრირებით პროდუქცია ავტომატურად გამოჩნდება www.mymarket.ge -ზე, რომელიც ყველაზე დიდ ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდია საქართველოში, 900 000 უნიკალური ვიზიტორით.

თუ არ გაქვს მიტანის სერვისი,შენი პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას უზრუნველყოფს MY.GE-ის გუნდი.

რაც მთავარია, MYMARKET-ისა და MYSHOP-ის კონტენტის გუნდი მზადაა, დაგეხმაროს თუ თავად ვერ შეძლებ პროდუქციის ატვირთვას.

შენი მაღაზიის რეგისტრაცია შეგიძლია მოითხოვო MYMARKET-დან, ასევე დარეკო: 032 220 42 42 ან მიწერო მეილზე: ask@myshop.ge 

MY.GE, 16 წლიანი ისტორიის მანძილზე, მუდმივად ცდილობდა და ცდილობს ინდივიდუალურ პირებს, სტარტაპებსა თუ ბიზნესებს დაუჭიროს მხარი, რათა მარტივად შეძლონ სასურველი მიზნების მიღწევა.