მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვები 80%-ით შეგვიმცირდა - "გომი"

5f25385087e71
ანა ჯოხაძე
01.08.20 13:56
840
ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ქართული კომპანია “გომის” გაყიდვები პანდემიის ფონზე 80%-ით შემცირდა. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიის დაგეგმარების ხელმძღვანელმა ზაზა თაბაგარმა განუცხადა. როგორც თაბაგარი ამბობს, შემცირება გარკვეულწილად რესტორნებისა და მასშტაბური ღონისძიებების გარკვეული პეიროდით აკრძალვასაც უკავშირდებოდა. მისი განმარტებით, კომპანიის გათვლებით 2020 წელს “გომი” შემოსავლების დაახლოებით 45%-იანი კლებით დაასრულებს.

“ძალიან დამთრგუნველი გარემო იყო, დაიხურა რესტორნები და კვების ობიექტები, რომლის ნაწილი არც დღეს მუშაობს. შესაბამისად გაყიდვები შემცირდა. შემცირება დაახლოებით 80%-იანია. საინტერესო ის იყო, რომ სპირტზე გაჩნდა ძალიან დიდი მოთხოვნა სადეზინფექციო ხსნარების შექმნის თვალსაზრისით, საიდან აღარ რეკავდნენ, ზოგს ირანში მიჰქონდა, ზოგს ერაყში, მოკლედ შემოსევა იყო. თუმცა ეს ხალხი შარშანდელი თოვლივით გაქრა, რამოდენიმესთან კი მაინც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მაგრამ ეტყობა მაშინ უნდოდათ ფულის შოვნა”-ამბობს ზაზა თაბაგარი.