მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაყიდვების აუთსორსინგი და ქონსალთინგი - რას გვთავაზობს პროსპექტი

5f9fae311781f
BM.GE
29.10.20 13:29
2674

კომპანია პროსპექტი, რომელსაც დღეს ყველა იცნობს როგორც გაყიდვების და მარკეტინგის საკონსულტაციო კომპანიას, შეიქმნა 2016 წელს. საკონსულტაციო მიმართულებით, ეს კომპანია აქტიურად მუშაობდა ისეთ სექტორებში, როგორიც არის ტელეკომუნიკაცია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ავტოინდუსტრია, ავეჯის წარმოება, ლოჯისტიკა და იმპორტული საქონლით ვაჭრობა.

2018 წლის ბოლოდან, პროსპექტი აქტიურად ჩაერთო უძრავი ქონების მიმართულებით, როგორც გაყიდვების აუთსორსინგ კომპანია. აუთსორსინიგის ჭრილში, კომპანია პროსპექტი ეხმარება დეველოპერებს გაყიდვების პროცესების დანერგვაში რაც გულისხმობს უნიკალური პროდუქტების შექმნას, სამოქმედო გეგმის გაწერა/აღსრულებას და გაყიდვების სტიმულირებას. ამ ეტაპზე პროსპექტი უძრავი ქონების სექტორში მართავს 40,000,000 დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას როგორც დედაქალაქში ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (ბაკურიანში, სამეგრელოში და აჭარაში).


აუთსორსინგი და ქონსალთინგი დღეს ფართოდ გამოიყენება განვითარებულ ბაზრებზე, იმისთვის რომ კომპანიებმა უფრო სწრაფად შეძლონ გაყიდევბის ზრდა და სასურველი შედეგის მიღება. კომპანიებს ურჩევნიათ მათი მარკეტინგისა და გაყიდვების მართვა ან პროცესების გაუმჯობესების სტრატეგიის შექმნა, პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს მიანდონ; ამით შეამცირონ რისკები და გაიუმჯობესონ შედეგები.

გაყიდვების აუთსორსინგის გუნდის დადებითი მხარე ბაზრის დეტალური ცოდნა, დიდი გამოცდილება და კომპანიის შიგნით მიმდინარე პროცესების უფრო ფართო ჭრილში ანალიზის შესაძლებლობაა. ეს ყველაფერიკომპანიებს საშუალებას აძლევს მოახდინონ გამოუყენებელი შესაძლებლობების მაქსიმიზაცია, დაასტაბილურონ და უფრო ეფექტური გახადონ გაყიდვები. მაშინ როცა ბაზარი საგრძნობლად კონკურენტუნარიანი ხდება და შესაბამისად მასშტაბურობა, სისწრაფე და ფოკუსი ყველაზე მნიშვნელოვნია, სტატისტიკურად გაყიდვების აუთსორსინგი ყველაზე სწრაფი, ეფექტური გამოსავალია შემოსავლის გასაზრდელად და გრძელვადიანი ტრანსფორმაციის სტრატეგიის შესამუშავებლად.

გაყიდვების აუთსორსინგი ბაზარზე რიგი უპირატესობებით სარგებლობს. ამ მომსახურებით კომპანიებს შეუძლიათ ხარჯების მინიმიზაციით, გაზარდონ შემოსავლები, ხმა მიაწვდინონ რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მომხმარებელს და ფოკუსირდნენ გაყიდვებზე. ცხადია, ნებისმიერი ბიზნესის შემოსავლის გენერერირებისთვის ეს ფაქტორები ძალიან მნიშვნელოვანია.

გაყიდვების ქონსალთინგი: ორგანიზაციაში განვითარების, გაუმჯობესების და ასევე პრობლემების გადაჭრის მიზნით, კომპანიები სარგებლობენ გაყიდვების ქონსალთინგით, რაც ეხმარება მათ, გაყიდვების გუნდის ზრდაშიგანვითარებასა და მიმდინარე პროცესების განსხვავებულად აღქმაში, არსებული სიტუაციის რეალურ შეფასებაში, მომხმარებლებთან სწორ კომუნიკაციაში, მათ პროფაილინგში, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს დასახული მიზნები. ზოგადად საკონსულტაციო ბიზნესი ძალიან ფართოდ და წარმატებით გამოიყენება განვითარებულ თუ განვითარებად ბაზრებზე, რადგან კონსულტანტების კონკრეტული სფეროს ცოდნა და გამოცდილება, კომპანიებს აძლევს შესაძლებლობებს მიიღონ სწორი რჩევები საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის.

რადგან აუთსორსინგი და ქონსალთინგი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, აუცილებელია ბაზარზე არსებობდეს სანდო და გამოცდილი კომპანია, რომელიც წვლილს შეიტანს კომპანიების, ინდუსტრიისა და ბაზრის გაუმჯობესებაში. გაყიდვების აუთსორსინგისა და ქონსალთინგის კომპანია „პროსპექტი“, 2016 წელს, სწორედ ამ აუცილებლობის დანახვის შემდგომ დაარსდა. მისი მთავარი მიზანია გაყიდვების გაზრდა, რასაც სხვადასხვა მეთოდებით ახორციელებს. პროსპექტის ამოცანას აუთსორსინგის მიმართულებით წარმოადგენს გლობალურ თუ ლოკალურ კლიენტებთან/ინვესტორებთან კომუნიკაცია და კონკრეტული შედეგების მიღება. საკონსულტაციო ნაწილში კი „პროსპექტის“ ამოცანას კომპანიებისთვის კვლევებზე, ციფრებზე და არგუმენტებზე დაფუძნებული რჩევების გაზიარება/მიცემაა რაც ისევ და ისევ კონკრეტულ შედეგებში უნდა იყოს გარდასახული.







პროსპექტის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი მზადაა მოახდინოს კლიენტი კომპანიების ანალიზი, შეიმუშავოს რელევანტური ფართომასშტაბიანი მარკეტინგული სტრატეგია და შემდგომ ფოკუსირდეს გაყიდვებზე. მის მომსახურებაში ასევე შედის გაყიდვების ქონსალთინგი, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანია კლიენტებს ეხმარება გაყიდვების გუნდის მართვასა და გაუმჯობესებაში.
ამჟამად პროსპექტი სრულადაა ფოკურისებული 2 მიმართულებით:

უძრავი ქონების ბიზნესი, სადაც ექსკლუზიურად თანამშრომლობს დეველოპერულ კომპანიებთან, რომელთა გასაყიდი ქონების საერთო ღირებულება 40,000,000 აშშ დოლარია. სადაც ჩვენს პარტნიორებს 7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მოვუტანეთ. მეორე მიმართულება ეს არის გაყიდვების და მარკეტინგის ქონსალთინგი, სადაც „პროსპექტი“ ამჟამად თანამშრომლობს და მართავს 5 საკონსულტაციო პროექტს სხვადასხვა სფეროში.

ჩვენი ხედვა გრძელვადიანია როგორც ჩვენი კომპანიის განვითარების ჭრილში, ასევე ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც გვეხმარება კონკრეტული წარმატებული შედეგების დადებაში. ჩვენი მიზანია ეტაპობრივად მოვახდინოთ გაფართოვება საქართველოს მსხვილ ქალაქებში და გარკვეული პერიოდის შემდგომ გავცდეთ ჩვენი ქვეყნის ფარგლებსაც, გავიტანოთ ჩვენი სერვისები და ვიმუშაოთ გლობალურ ბაზარზე როგორც ქონსალთინგის ასევე აუთსორსინგის მიმართულებით. ბიზნეს სერვისები რომლებსაც დღეს პროსპექტი თავაზობს ბაზარს, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება, რადგან გაყიდვებზე და მარკეტინგზე ფოკუსირებული გუნდი ნამდვილად არის წარმატების და შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, ანუ ის რაც დღეს კომპანიებს ჭირდებათ და დაჭირდებათ.

საბოლოოდ, გაყიდვების აუთსორსინგი და ქონსალთნგი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები და საჭირო ინსტუმენტია ბიზნესებისთვის. ამ სერვით სარგებლობა, შეიძლება ითქვას ნდობის ინვესტიციაა, ხოლო ამ ინვესტიციაზე უკუგება გაზრდილი შემოსავლები, სარგებელი და შემცირებული რისკი. ეს ყველაფერი კი, ცხადია, გრძელვადიან პერსპექტივაში აუმჯობესებს ინდუსტრიისა და შემდგომ უკვე ბაზრის ეფექტურობას.

თუ თქვენ თვლით რომ გესაჭიროებათ ისეთი პარტნიორი როგორიც არის პროსპექტი, თქვენ მათთან თანამშრომლობით მიიღებთ ექსპერტთა გუნდს რომლებსაც გააჩნიათ 15 წლიანი გამოცდილება და რომლებიც საკუთარი კლიენტებისთვის ქმნიან უნიკალურ პროდუქტებს. პროსპექტი გამოირჩევა მათი პარტნიორული მიდგომით ბიზნესებთან და შედეგებზე ორიენტირებული სერვისებით. ამ კომპანიასთან თანამშრომლობით თქვენ საშუალება გეძლევათ მიიღოთ ისეთი პარტნიორი რომელიც არა მარტო ზრუნავს თქვენი შემოსავლის გაზრდაზე არამედ იზიარებს თქვენს სფეროში არსებულ რისკებს.

 

 


 

(NS)