QR კოდით ხორცის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება სრულად ხელმისაწვდომი 2022 წლის გაზაფხულიდან გახდება. როგორც bm.ge-სთან საუბარში FAO-ს ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ განმარტა, სისტემა უკვე მზადაა, ფუნქციურია და მხოლოდ განხორციელებას საჭიროებს.
„27 დეკემბერს ჩამოვიდა სკანერები, რომლის საშუალებითაც QR კოდები დაიბეჭდება და შემდგომ მიენიჭება ხორცს. ახლა ყველაზე რთული ეტაპი, ამ მოწყობილობების სასაკლაოებზე დარიგება და ტრეინინგების ჩატარება დარჩა. ვფიქრობთ, 2022 წლის გაზაფხულიდან სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება მომხმარებლისთვის QR კოდით ხორცის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება, ამა თუ იმ სარეალიზაციო ობიექტზე რომელ რეგიონში, რომელ სასაკლაოზე, რამდენი წლის დაკლული პირუტყვის ხორცი იყიდება“- აცხადებს მიხეილ სოხაძე.
Naits - ასე ჰქვია აპლიკაციას, რომელიც ამ დროისთვის სატესტო რეჟიმში მხოლოდ Android-ის მომხმარებლებისთვის მუშაობს.
„ამის დანერგვა სასაკლაოს მფლობელებისთვის სავალდებულო არ არის, უბრალოდ მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებითა და სასაკლაოების მფლობელების ნებაყოფლობით ამ პროექტს სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს“ - განმარტავს FAO-ს ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის ხელმძღვანელი.
ხორცისთვის QR კოდის მინიჭების პროგრამა დონორი ორგანიზაციების მიერ სრულად არის დაფინანსებული და სახელმწიფოს ერთადერთი პასუხისმგებლობა ამ პროგრამის განხორციელებაა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება