მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზაფხულიდან Nike მომხმარებლს ეკო ბოტასებს შესთავაზებს

5e4a5dde88e5e
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.20 13:47
2375
მსოფლიოში ცნობილი სპორტული ფეხსაცმელის და ტანისამოსის მწარმოებელი კომპანია Nike, გაზაფხულიდან მომხმარებელს ინოვაციურ ეკო ბოტას შესთავაზებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ოფიალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

როგორც Nike-ში აცხადებენ, ფეხსაცმლის ხაზის Space Hippie-ს ნაწარმში მინიმალური მასალებია გამოყენებული და გარემოსთვის ნაკლებად მავნებელია. ახალი ფეხსაცმელი გადამუშავებული ნედლეულისგან დამზადდა. გამოყენებულია ქსოვილი, რომელიც პლასტიკის და ძველი სპორტული ტანსაცმლის გადამუშავების შედეგად მიღეს.

Nike-ის მენეჯმენტში ამბობენ, რომ Space Hippie-ის ფეხსაცმელების ხაზი თანხვედრაშია იმ ნორმებთან, რომლებიც ნაკარნახევია ეკო-აქტივისტებისგან კლიმატური პირობების ცვლილებასთან დაკავშირებით. Nike-ის ფეხსაცმლი შექმნილია ისეთი მასალებით, რაც გარემოში ყველაზე დაბალი ნახშირბადის კვალს ტოვებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი მოდელები გაზაფხულზე Nike-ის კლუბის წევრებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და გაიყიდება ბრენდის ფლაგმან მაღაზიებში. ამ დრომდე ფეხსაცმლის ფასი კონფიდენციალური რჩება.