მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზაფხულზე ქართულ ბაზარზე მაყვლის ძმარი გამოჩნდება

5e46bfcaef2c4
ანი ციხისთავი
15.02.20 13:10
1584
2020 წლის გაზაფხულზე ქართულ ბაზარზე მაყვლის ძმარი გამოჩნდება. ამის შესახებ Bm.ge-სთან კომპანია “ხილისის” დამფუძნებელმა მაკა სირბილაძემ ისაუბრა.

სირბილაძის თქმით, “ხილისი” მაყვლის მოსავლის მიღების შემდეგ არა მხოლოდ ძმრის, არამედ ჯემებისა და მურაბების წარმოების დაწყებასაც გეგმავს.

კომპანია ამ ეტაპზე ვაშლისა და ალუბლის ძმარს აწარმოებს.

“ჯერჯერობით პროდუქციას მხოლოდ გამოფენებზე ვყიდით. გვინდა, რომ “კარფურსა” და “ნიკორაში” შევიტანოთ ჩვენი პროდუქტი. მათთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, თუმცა, ჯერ რადგან მაყვალსაც ველოდებით, ამის გამო გაზაფხულამდე თავს ვიკავებთ”,- აცხადებს მაკა სირბილაძე.

"ხილისი” ქართულ ბაზარზე უკვე მეორე წელია ოპერირებს. კომპანიის საწარმო გორის რაიონში მდებარეობს.