მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზაფხულზე წნორში აგროსკოლა ამოქმედდება

5e3e539fcd442
ანი ციხისთავი
08.02.20 10:39
3101
გაზაფხულზე წნორში უფასო აგროსკოლის შექმნა იგეგმება. აგროსკოლის შექმნას ნიკა ბაგალიშვილი და სანდრო შანიძე აპირებენ.

სკოლაში 8-12 წლის მოზარდებს ბიოპროდუქტების მოყვანას პრაქტიკული გაკვეთილების საშუალებით ასწავლიან. სკოლის პროგრამა 6-თვიანი იქნება, რადგან სკოლის საქმიანობა ამინდზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. აგროსკოლის 6-თვიანი პროექტი ყოველწლიურად განხორციელდება და თითო ჯერზე 20 ბავშვის მიღებას შეძლებს.

სკოლაში მოსწავლეები პროდუქტების მოყვანის თეორიულ ნაწილსაც შეისწავლიან. ამისთვის საჭირო სივრცეს სოციალური საწარმო “ცოდნის კაფე” უზრუნველყოფს.

პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები “ავსტრიის განვითარების ფონდთან” მიმდინარეობს.

“თუ არავინ დაგვაფინანსებს, ვაპირებთ, აგროსკოლა საკუთარი სახსრებით შევქმნათ”, - აცხადებს ბაგალიშვილი.

ის ასაკის შეზღუდვაზეც საუბრობს: “8-12 წელი, ვფიქრობთ, ისეთი ასაკია, როცა მიღებული ცოდნა ბავშვზე ყველაზე მეტ გავლენას ახდენს”.

სამომავლოდ, აგროსკოლა ფასიანი იქნება.

“ჩვენ პროექტში ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადებას ვაპირებთ. პროექტის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მაინც დაგვჭირდება, რომ სამომავლოდ სკოლა ფასიანი გახდეს”, - აცხადებს ბაგალიშვილი.