მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განახლებული პროგნოზით, რუსული გაზის იმპორტი იზრდება, აზერბაიჯანულის - მცირდება

5ec92a8cd494e
დავით ჯალაღონია
23.05.20 18:45
3111
ეკონომიკის სამინისტრომ 2020 წლის ბუნებრივი გაზის პროგნოზი განაახლა. ბოლო ცვლილება 21 მაისით თარიღდება, რომლის მიხედვით, წელს საქართველო იმპორტირებული და ადგილობრივი წყაროებიდან საერთო ჯამში, 2 მლრდ 569,594 მ3 მლნ გაზის მიღებას ელოდება. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედ ნაკლებია თავდაპირველ პროგნოზთან (2 მილიარდ 572.953 მ3) შედარებით.

განახლებული დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან და ადგილობრივი წყაროებიდან თავდაპირველთან შედარებით, გაზის ნაკლები მოცულობების მიღებაა ნავარაუდები, რუსული გაზის იმპორტის პროგნოზი კი გაიზარდა.

პირველადი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აზერბაიჯანიდან საქართველოში 2 მილიარდ 385.221მ3 მლნ გაზის მოწოდება იგეგმებოდა, მათ შორის "სოკარიდან" - 1 მილიარდ 511.417 მ3 მლნ, შაჰ დენიზიდან კი -873.804 მ3 მლნ. განახლებული მაჩვენებლები კი ასეთია: აზერბაიჯანი - 2 347,588 მ3, მათ შორის შაჰ-დენიზი 882,742 მ3, „სოკარი“ - 1 464,846 მ3.

"გაზპრომიდან" 2020 წელს პირველი საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში 169.865 მ3 მლნ გაზის იმპორტი იგეგმებოდა, ამჯერად კი ეს მაჩვენებელი 200,000 მ3-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება ადგილობრივ რესურსს, ამ მხრივ, პროგნოზი 17.866 მ3 მლნ-დან 11.607 მ3-მდე შემცირდა.

ბუნებრივი გაზის თავდაპირველი პროგნოზი (დამტკიცებული 2019 წლის 23 დეკემბერს)





ბუნებრივი გაზის განახლებული პროგნოზი (დამტკიცებული 2020 წლის 21 მაისს)