26.აპრილი .2021 11:42

გაზის კორპორაციამ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა

გაზის კორპორაციამ 250 მლნ დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა
views 490
უკან

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2016 წელს განთავსებული 250 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების რეფინანსირება განახორციელა.

კორპორაციის ინფორმაციით, რეფინანსირება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი დაფინანსებით განხორციელდა, რომლითაც 2021 წლის 26 აპრილს ევროობლიგაციები სრულად დაიფარა. 10-წლიან სასესხო ხელშეკრულებას, კორპორაციამ, 2020 წლის სექტემბერში მოაწერა ხელი.

"აღნიშნული სასესხო რესურსით, ევროობლიგაციების რეფინანსირების შედეგად, ყოველწლიური საპროცენტო ხარჯი მნიშვნელოვნად შემცირდა", - აცხადებენ კორპორაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა