მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზის მოხმარება 19%-ით გაიზარდა

63fe07da7d8f4
მარიამ ვარადაშვილი
28.02.23 18:10
665
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოში ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 3 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა. ყველაზე მეტი 503 მლნ კუბური მეტრი ქვეყანამ დეკემბერში მოიხმარა. 2021 წელს საქართველოში მოხმარებული გაზის მოხმარება თითქმის 2.6 მილიარდ კუბური მეტრი იყო. შესაბამისად, წინა წელთან შედარებით გაზის მოხმარება 19%-ით არის გაზრდილი. თითქმის 723 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი თბოსადგურებმა მოიხმარეს, რაც 57%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

გასული წლის ბოლოს მთავრობამ 2023 წლის ბუნებრივი გაზის ბალანსი დაამტკიცა. მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს გაზის მიწოდება 3 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბებს.

აქედან დაახლოებით 2.8 მილიარდ კუბური მეტრის მოცულობის გაზს საქართველო აზერბაიჯანიდან მიიღებს. წელს ოფციური/დამატებითი გაზის მოცულობა 1.4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ასევე 200 მლნ კუბურ მეტრამდე იზრდება რუსეთიდან მიღებული გაზის მაჩვენებელიც.

დღეისათვის საქართველო-აზერბაიჯანს შორის ძალაშია ორი კონტრაქტი: ოფციური გაზისა (ტრანზიტის მოცულობასთან უშუალოდ დაკავშირებული) და დამატებითი გაზის. ოფციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა შესყიდულ იქნეს გატარებული გაზის 5%-მდე მოცულობის ბუნებრივი აირი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის ყიდვა-გაყიდვის კონტრაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო მისი საშუალებით, ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს.