მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1,000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს

609b7865a86a0
შოთა ტყეშელაშვილი
12.05.21 10:40
1748
ისრაელის თავდაცვის სამინისტრო Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ღაზის სექტორიდან ჰამასის ძალებმა ისრაელის მიმართულებით, ბოლო 38 საათის განმავლობაში, 1,050-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. 

რაკეტების უდიდესი ნაწილი ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ "რკინის გუმბათმა" მოიგერია. რაკეტების სამიზნეს მთელი ისრაელის მასშტაბით დასახლებული პუნქტები წარმოადგენდა. 

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის ჰიდაი ზილბერმანის თქმით, რკინის გუმბათმა დასახლებული პუნქტების მიმართ ჰამასის მიერ ნასროლი რაკეტების 85%-90% მოიგერია. ამასთან, ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის ინფრასტრუქტურისა და პერსონალის მიმართ საპასუხო დარტყმები 500-მდე წერტილში განახორციელა.