მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

613f4c1d8ca77
BM.GE
13.09.21 17:01
639
13 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1152 ლარი გახდა. 

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.51 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.6691 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 1.08 თეთრით შემცირდა და  4.3074 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 სექტემბრიდან შევა ძალაში.

2021 წლის განმავლობაში სებ-მა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, ჯამში, 8 სავალუტო აუქციონი განახორციელა და $242.9 მილიონი დოლარი გაყიდა.