მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი ელექტრომობილის დამტენი?

61aa25acbe273
ნათია თაქთაქიშვილი
04.12.21 00:30
751
ანალიტიკური პლატფორმა Statista-ს მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, ავტომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა დღემდე ბოლომდე გამართული არ არის მსოფლიოს ისეთ წამყვან ქვეყნებშიც კი, როგორიც აშშ-ი და დიდი ბრიტანეთია.

ანალიტიკური პლატფორმა წერს, რომ ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დასამუხტი მოწყობილობების ყველაზე დიდი ქსელი სამხრეთ კორეაშია, სადაც ორ ელექტრომობილზე ერთი დასამუხტი მოწყობილობა მოდის. სამხრეთ კორეის შემდეგ, მეორე ადგილს მექსიკა იკავებს, სადაც სამ ავტომობილზე ერთი დამტენი საშუალება მოდის. ხოლო მესამე ადგილზე ჩინეთია, სადაც ექვს ავტომობილზე ერთი დამტენი მოწყობილობა მოდის.

Statista-ს მიხედვით, მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა აშშ-ში, სადაც 13 ელექტრომობილზე ერთი დასამუხტი მოწყობილობა მოდის, ხოლო ახალ ზელანდიაში, 52 ელექტრომობილზე - 1 დასამუხტი მოწყობილობა.