რუსული Gazprom-ის შვილობილი გერმანული და ბრიტანული კომპანიები, რომელთაც დროებით გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკული სექტორის მარეგულირებელი ორგანოები ხელმძღვანელობენ, რუსეთის კონტროლის ქვეშ აღარ დაბრუნდებიან.
ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან ასარიდებლად, გერმანიის მთავრობამ Gazprom Germania GmbH-ის დროებითი ნაციონალიზაციის გადაწყვეტილება მიიღო, აღნიშნული ორგანიზაცია 30 სექტემბრამდე გერმანული მარეგულირებელი ორგანოს კონტროლის ქვეშ რჩება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის შეუფერხებელი მიწოდება და მაქსიმალურად იქნეს შემცირებული რუსეთის მთავრობისგან მომავალი რისკები.
ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო გაერთიანებულმა სამეფომაც, რომელმაც ბრიტანეთის ბაზარზე წარმოდგენილი Gazprom Energy-სა და Marketing & Trading Retail-ის დროებითი ნაციონალიზაციის გეგმა წარადგინა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ნაციონალიზაციის დროებითი პერიოდის ამოწურვის შემდეგ, Gazprom-ის შვილობილი კომპანიები არ დაუბრუნდებიან მშობელ კომპანიას, რაც მსოფლიოს მასშტაბით არსებული პოლიტიკური ზეწოლითაა გამოწვეული.
შვილობილმა კომპანიებმა, შესაძლოა, რებრენდინგიც განიცადონ და სახელწოდებიან სიტყვა “Gazprom” ამოიღონ.
„ვერ ვხედავთ სცენარს, რომელშიც ჩვენ რუსული Gazprom-ის შვილობილის როლში დავბრუნდებით. გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩვენ გვჭირდება მფლობელობის საკითხების მოგვარება და ეს ის თემაა, რომელზეც გერმანიის და დიდი ბრიტანეთის მთავრობებთან საუბარს განვაგრძობთ“, - განაცხადა ლონდონში დაფუძნებული Gazprom-ის ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვულფგენგ სკრიბოტმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი