მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gazprom-ის ქმედების გამო, შესაძლოა, ევროპაში გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდოს - Goldman Sachs

6314516773a18
გიორგი თოლორდავა
04.09.22 11:35
2425
დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების გადაწყვეტილების მიღების ფონზე, ენერგოკომპანია Gazprom-მა Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

კომპანიის განმარტებით, შეფერხება ტექნიკური სამუშაოებითაა განპირობებული, თუმცა აღნიშნული ქმედება აშკარა პოლიტიკურ ზეწოლად უნდა იქნეს განხილული, გაზი კი - რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ იარაღად.

ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულებამ, შესაძლოა, აგვისტოს მაქსიმუმს გადააჭარბოს და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს.

საგულისხმოა, რომ ევროპულის გაზის ბენჩმარკი - Dutch TTF პარასკევის სავაჭრო სესიაზე 214-ევროიან ნიშნულზე დაიხურა, თუმცა ამ დროისთვის Gazprom-ის განცხადება ჯერაც არ იყო გასაჯაროებული.

Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორშაბათის სავაჭრო სესია ბირჟაზე ევროპული გაზის მკვეთრი გაძვირებით დაიწყება და „ტექნიკური სამუშაოების“ გაჭიანურების შემთხვევაში, მიმდინარე კვირას ბუნებრივი აირის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწევს.