მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შევიდა

62ac335140988
მარიამ ვარადაშვილი
17.06.22 21:00
3029

13 ივნისს დადგენილებით მთავრობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილების შედეგად შშმ პირები გარკვეული სტომატოლოგიური მომსახურების მიღებისას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დაფინანსდებიან.

“ყბა-სახის ქირურგიის ნაწილში დაფინანსება დაემატა ძირითადად შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის, რომელთაც სხვადასხვა სტომატოლოგიური მომსახურება სჭირდებათ. მაგალითად კბილის ექსტრაქცია ვერ კეთდება ანესთეზიის გარეშე. სტომატოლოგიურ კლინიკაში ზოგადი ანესთეზიით, რა თქმა უნდა, არ აძინებენ. ცვლილების შემდეგ კლინიკებში ასეთი პაციენტების მიღება შესაძლებელი იქნება. ეს ცვლილება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში შევიდა. აქამდე ანესთეზიის ნაწილი ცალკე გამოყოფილი არ ყოფილა. ახლა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩაიდო შშმ პირებისთვის ამ მომსახურების გაწევა, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვა დააფინანსებს”, - უთხრა BMG-ის ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაია მახარაშვილმა.

დადგენილების მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ამ სერვისებზე ქცევითი გამოწვევების და/ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ სტატუსის მქონეები ისარგებლებენ.

დადგენილება ვრცლად ნახეთ აქ