„გაზპრომმა“ ბულგარეთს და პოლონეთს გაზის მიწოდება შეუჩერა - ინფორმაციას რუსული კომპანია „გაზპრომის“ პრესცენტრი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზი ბულგარული და პოლონური კომპანიების მხრიდან საფასურის რუბლში გადაუხდელობა გახდა. თუმცა ქვეყნები სატრანზიტო ფუნქციას ინარჩუნებენ.
ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიაში ამბობენ, რომ გაზის მიწოდება რუბლში გადახდის შემთხვევაში აღდგება.
"26 აპრილის სამუშაო დღის ბოლოსთვის, კომპანიებს „ბულგარგაზსა“ (ბულგარეთი) და PGNiG-ს (პოლონეთი), რუსეთის პრეზიდენტის 31.03.2022 წლის 172-ე ბრძანების შესაბამისად კომპანია „გაზპრომ ექსპორტისთვის" რუბლში გადახდა არ განუხორციელებიათ. 1 აპრილიდან მიწოდებული გაზის გადასახადი ახალი რეკვიზიტების გამოყენებით რუბლში უნდა განხორციელდეს, რის შესახებაც პარტნიორები თავის დროზე იყვნენ ინფორმირებულები.
ამასთან დაკავშირებით, „გაზპრომ ექსპორტმა“ „ბულგარგაზსა“ და PGNiG-ს 27 აპრილიდან გაზის მიწოდების შეჩერების შესახებ აცნობა.
ბულგარეთი და პოლონეთი სატრანზიტო სახელმწიფოები არიან. სატრანზიტო მოცულობებიდან მესამე ქვეყნებში რუსული გაზის არასანქცირებული გატანის შემთხვევაში, სატრანზიტო გადაზიდვები ამ მოცულობით შემცირდება", - წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლონურმა კომპანია PGNiG-მ გაზის მიწოდების სრული შეჩერება დაადასტურა.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ