მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გაზპრომმა“ დანიურ და გერმანულ კომპანიებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

62972cf0147b1
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.22 13:44
854
„გაზპრომმა“ დანიურ ენერგოკომპანია Ørsted Salg & Service A/S-სა და გერმანულ კომპანია Shell Energy Europe-ს (Shell-ის ევროპული შვილობილი კომპანია) რუბლში გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდება შეუწყვიტა. ამის შესახებ ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„31 მაისის დღის ბოლოსთვის „გაზპრომ ექსპორტმა“ რუსეთის პრეზიდენტის 31 მარტის ბრძანების მიხედვით, Orsted Salg & Service-გან გაზის მიწოდებისთვის აპრილის თვის გადასახადი არ მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში. გაზის მიწოდების აპრილის გადასახადი კომპანიას არც Shell Energy Europe-სგანაც არ მიუღია.

„გაზპრომ ექსპორტმა“ 2021 წელს Orsted Salg & Service 1.97 მლრდ კუბური მეტრის გაზი მიაწოდა, რაც დანიის გაზის მოხმარების, დაახლოებით, ორი მესამედია, - აღნიშნავენ რუსულ კომპანიაში, ხოლო „გაზპრომ ექსპორტისა“ და Shell Energy Europe-სგან გერმანიაში გაზის მიწოდების წლიური მოცულობა 1.2 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

კომპანიის ინფორმაციით, უცხოური ენერგოკომპანიები 1-ელი აპრილიდან გაზის მიწოდებისთვის რუბლში ანგარიშსწორების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ.