19.იანვარი .2021 19:36

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა
views 1201
უკან

“გაზპრომმა“ პოლიტიკური რისკების გამო პროექტი Nord Stream-2 შეაჩერა. ინფორმაციას რუსული გამოცემა Tass.ru ავრცელებს. მათი ცნობით, ენერგოკომპანიაში აღნიშნავენ, რომ ჰოლდინგისთვის პროექტი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტად რჩება და მისი ექსპლუატაციაში შეყვანა გონივრულ ვადებში იგეგმება.

„გაზპრომი“ პოლიტიკური მდგომარეობის მკვეთრი ცვლილების პირობებში Nord Stream-2-ის განხორციელების შეჩერებას ან პროექტის სრულ გაუქმებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ჰოლდინგის ობლიგაციების ახალი განთავსების მემორანდუმშია ნათქვამი.

„ჩვენი მსხვილი საერთაშორისო პროექტების განხორციელებისას, ისეთი როგორიცაა „თურქული ნაკადი“ და Nord Stream – 2, ვაწყდებოდით და ვაწყდებით რისკებს, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებებიდან მომდინარეობს, რასაც ქვეყნებს შორის დაძაბულ მდგომარეობამდე და პარტნიორების და მარეგულირებლების მხრიდან პროექტის სხვადასხვა ასპექტებთან მიმართებაში, პოზიციების ცვლილებამდე მივყავართ. რიგ შემთხვევაში, ცვლილებები მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ პროექტის განხორციელება მიზანშეწონილი არ იქნება, რაც პროექტის შეჩერებას ან გაუქმებას გამოიწვევს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

"გაზპრომ ექსპორტის“ ხელმძღვანელი ელენა ბურმისტროვა, რამდენიმე ხნით ადრე გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ გაზიფიკაციის მიმართულებით ინვესტიციები, განსაკუთრებით კი ევროკავშირში, პოლიტიკური წნეხის ქვეშაა.

გამოცემა წერს, რომ „გაზპრომი“ Nord Stream-2 პროექტის მშენებლობას ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ახორციელებს. ის მოიცავს რუსეთის სანაპიროდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანიამდე 55 მლრდ კუბური მეტრის სიმძლავრის 2 ნაკადის მოწყობას. 2019 წლის დეკემბერში, შვეიცარიულმა კომპანია Allseas-მა აშშ-ის მხრიდან შესაძლო სანქციების გამო, მილების ჩაწყობის სამუშაოებზე უარი განაცხადა, რამაც სამუშაოები შეაფერხა.

2020 წლის დეკემბერში Nord Stream 2 AG-მა მილების გამართვის სამუშაოები განაახლა და რუსული მილების გამყვანი გემ „ფორტუნას“ დახმარებით, გერმანიის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 2.6 კმ-ის მილსადენი გაიყვანა. წლის დასაწყისში კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში აღნიშნული გემის და მისი მფლობელის - მოსკოვური წარმოების „კვტ-რუს“-ის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდა. დღეისთვის მილსადენის პროექტის 94%-ია შესრულებული.