მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილი გაყიდვების მიუხედავად, Huawei 2020-ში სირთულეებს ელოდება

5e0b07f31c609
ნათია თაქთაქიშვილი
31.12.19 14:34
917
Huawei აცხადებს, რომ 2020-ში სირთულეებს ელოდება მიუხედავად კარგი გაყიდვებისა, რომელიც ჩინურ კომპანიას 2019 წელს ჰქონდა. Huawei სირთულეებს ამერიკასთან დაძაბულ სავაჭრო მდგომარეობას უკავშირებს. აღნიშნულის შესახებ მედია ორგნიზაცია CNN-ი იუწყება. 

Huawei აცხადებს, რომ გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 122 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა 2019 წელს, ზრდა კი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში 18%-ია.

აღსანიშნავია, რომ Huawei-იმ 240 მილიონი სმარტფონი გაყიდა მიმდინარე წელს, ხოლო ამ ასპექტში მატება 17%-ია 2018 წელთან შედარებით.

როგორც კომპანიის წამომადგენელი აცხადებს, აღნიშნული რიცხვები შეიძლება შედარებით დაბალია მათ მიერ პროგნოზირებულ მაჩვენბლებთან მიმართებაში, მაგრამ კომპანია ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს.

შეგახსენებთ, რომ Huawei-ის მდგომარეობა მას შემდეგ გაურთულდა, რაც ამერიკამ აღნიშნული კომპანიის პორდუქციის გაყიდვები აკრძალა და Huawei „შავ სიაში“ მოახვედრა.