მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო "რკინიგზა" ბათუმის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს

5f10496684c25
BM.GE
16.07.20 16:31
886
გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ 17 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებით მატარებელს ნიშნავს.


თბილისი - ბათუმი - თბილისი #808/807

გასვლა- თბილისი -10:30
ჩასვლა-ბათუმი -15:30
გამოსვლა-ბათუმი - 19:05
ჩამოსვლა- თბილისი - 00:10 
  

"საქართველოს რკინიგზა" მგზავრებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ Covid19-ის გავრცელების პრევენციისა და ჯანდაცვის ახალი რეგულაციების თანახმად, მატარებლებში აკრძალულია პლედების დარიგება, დროებით გაუქმებულია საბორტო ჟურნალი და ბიბლიოთეკა. მგზავრები არ დაიშვებიან პირბადის გარეშე და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.