მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდილი ონლაინ შოპინგის გამო, Amazon-ი დამატებით 100,000 თანამშრომელს ქირაობს

5e70b26c8e8c4
ნათია თაქთაქიშვილი
17.03.20 16:00
1413
კომპანია Amazon-ი ონლაინ გაყიდვების ზრდაზე აცხადებს, რაც ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებას უკავშირდება, შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო დაამატოს 100,000 ახალი თანამშრომელი, როგორც - სრულ, ასევე ნახევარ-განაკვეთიან პოზიციებზე. ამის შესახებ მედია გამოცემა CNN-ი წერს.

ახალად აყვანილი კადრების უმეტესობა სადისტრიბუციო სისტემაში დასაქმდება.

„კომპანია ხედავს, რომ მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა ონლაინ შოპინგზე, გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, დამატებითი კადრები გვჭირდება“, - აღნიშნულია Amazon-ის ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანია იმავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ მათი კლიენტები შეძლებენ, გაზრდილი მიწოდების სერვისით სარგებლობას.

Amazon-ი აღნიშნავს, რომ ახალი კადრების აყვანაზე კომპანია 350 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას აპირებს. თანხა დაიხარჯება საწყობსა და დისტრიბუციაში მომუშავე კადრებზე, ასევე კომპანია გეგმავს, თანამშრომლებს ყოველ დამატებით შესრულებულ სამუშაო საათზე გადაუხადოს 2 აშშ დოლარიდან - 15 აშშ დოლარამდე - აშშ-ში, 2 ბრიტანული ფუნტიდან - 15 ფუნტამდე - ბრიტანეთში, ხოლო 2 ევროდან -15 ევრომდე - ევროპაში.