რკინიგზა არის მომგებიანი უკვე. კერძოდ, შარშან მოგებამ შეადგინა 52 მილიონი ლარი. წელს, პირველი კვარტალის მოგება უკვე არის 23 მილიონი ლარი და ჩვენი ვარაუდით, წელს გაცილებით გადააჭარბებს წინა წლის მოგებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიშის წარდგენისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, კიდევ უფრო მეტი ინვესტირება უნდა მოხდეს რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.
„რკინიგზა არის მომგებიანი უკვე. კერძოდ, შარშან მოგებამ შეადგინა 52 მილიონი ლარი. წელს, პირველი კვარტალის მოგება უკვე არის 23 მილიონი ლარი და ჩვენი ვარაუდით, წელს გაცილებით გადააჭარბებს წინა წლის მოგებას იმიტომ, რომ კორიდორში არის ძალიან გაზრდილი ტვირთების ნაკადები. კიდევ უფრო მეტი ინვესტირება უნდა მოვახდინოთ ზოგადად, რკინიგზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში.
რაც უკრაინის ომმა შექმნა ლოგისტიკაში, ასევე ტრანსპორტში, ბუნებრივია, ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და ჩვენ უნდა გადავეწყოთ და უკეთ მოვემზადოთ მომდევნო წლების განმავლობაში. ბოლო 4 წელია რკინიგზის სატვირთო გადაზიდვებში რეკორდული ზრდა ფიქსირდება. შარშან ივნისში, 500 მილიონი დოლარის ევრობონდების რეფინანსირებით რკინიგზამ პროცენტის სახით დაზოგა 100 მილიონ დოლარზე მეტი. ეს ევრობონდებიც ამათი [წინა ხელისუფლების] დატოვებული იყო და ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთში იყო ეს ევრობონდები გამოშვებული“, - განაცხადა პრემიერმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი