მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზრდის თუ არა ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტით სარეზერვო ნორმებს - განმარტება

62d8f07171cb8
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.22 11:00
1235
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტება იმაზე მაღალი ტემპით იზრდება, ვიდრე ეს ეკონომიკისთვის იქნებოდა ოპტიმალური. მისი განმარტებით, სავალუტო სესხების ნაკადებს თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი და ხელს უწყობს დოლარიზაციის ნიშნულის შენარჩუნებას, რაც ქვეყნისთვის მაკროეკონომიკურ რისკს წარმოადგენს.

ამის მიუხედავად, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, გამოიყენებს თუ არა სებ-ი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს, რაც ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმების გაზრდას გულისხმობს. არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ამ მხრივ ეროვნული ბანკი დაკრედიტების ტემპზე დაკვირვებას გააგრძელებს.

ამჟამად, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მაქსიმალური სარეზერვო განაკვეთი 25%-ია. სებ-ის ინფორმაციით, ის შესაძლოა, 30%-40%-მდე გაიზარდოს.

“როდესაც გავამკაცრეთ მონეტარული პოლიტიკა, ამან გამოიწვია უცხოური ვალუტით დაკრედიტების უფრო სწრაფი ზრდა, ვიდრე ეს იქნებოდა ოპტიმალური მსესხებლებისთვის. ჩვენ ახლა ვხედავთ რისკებს უცხოური ვალუტით სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ეს იქნებოდა ოპტიმალური.

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში გვქონდა, ვფიქრობდით სარეზერვო ნორმების გაზრდაზე. ჩვენ ვუყურებთ ეკონომიკის დაკრედიტებას. ვაკვირდებით როგორ გაგრძელდება დაკრედიტება ამ თვეების განმავლობაში, მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

სარეზრევო ნორმების გაზრდა არ არის ჯერ მიღებული გადაწყვეტილება. ეს დამოკიდებული იქნება თუ როგორ იზრდება დაკრედიტება. ეს ასევე იქნება დამოკიდებული იმაზე, FED-ის მიერ განაკვეთების ზრდა როგორ აისახება და როგორ გადმოეცემა საქართველოს ბაზარს.

სექტორთან განხილვები სულ გვაქვს და ისინი წარმოაჩენენ და საუბრობენ სხვადასხვა გავლენაზე, რაც შეიძლება დადგეს. თქვენ გახსოვთ 2018 წლის ბოლოს, როდესაც იყო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების თაობაზე. ამას მრავალთვიანი განხილვები უძღვოდა წინ საბანკო სექტორთან,”- განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტის, ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუკი უცხოურ ვალუტაში სარეზერვო ნორმები შეიცვლება, ეს საბანკო სისტემაზე საკმაოდ მძიმე გავლენას მოახდენს.