საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კოვიდის გამო 180 მლნ ევროს მოცულობის სესხს მიზნობრიობა ეცვლება. როგორც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განმარტა, აღნიშნული 180 მლნ ევროს ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებად გადამისამართება ორი ინფრასტრუქტურული პროექტიდან მოხდება.
კონკრეტულად საუბარია KfW-სა და საქართველოს შორის 2019 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილ 2 სასესხო შეთანხმების ცვლილებაზე. პირველი, 60 მლნ ევროს სესხი, რომელიც გამოყოფილი იყო ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის პროექტისთვის, სრულად მიიმართება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
რაც შეეხება მეორე პროექტს, რომელიც ეხება 2018 წლის 24 აგვისტოს KfW-სა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ხელმოწერილ სასესხო შეთანხმებას, „სამგორის სამხრეთ ნაწილის მიწისქვეშა საცავისთვის“, ხელშეკრულება გაფორმებულია 150 მლნ ევროს სესხზე, საიდანაც 120 მლნ ევროს რეპროგრამირება მოხდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ გიორგი კაკაურიძეს თანხების გადამისამართებასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვით მიმართა:
-რამდენად სწორია აღნიშნული პროექტების შეჩერება ან გადავადება, თუნდაც გარკვეული დროით?
გიორგი კაკაურიძე: „პროექტები არ ჩერდება. ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ეს არის მეხუთე ფაზა. არსებული ხელშეკრულების ფარგლებში არის რესურსი, რომ პროექტი არ შეჩერდეს, სამუშაოები ჩვეულებრივ გაგრძელდება და ეს თანხა 2022 წლისთვის იყო საჭირო. ვიყენებთ დროის რესურსს, გამოვიყენებთ თანხას და 2021 წელს ახლიდან იქნება წარმოდგენილი ხელშეკრულება“.
-რის საფუძველზე გაგრძელდება 2021 წელს ეს ხელშეკრულება?
გიორგი კაკაურიძე: ყოველთვის არსებობს გერმანიასთან ჩარჩო-შეთანხმება, რომელიც მომდევნო წლების თანამშრომლობას ითვალისწინებს და ნახსენებია, რომ ის თანხა, რაც ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურისთვის იყო გათვალისწინებული, მომდევნო წლებში დამატებით იქნება გამოყოფოლი.
რაც შეეხება გაზსაცავს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია ...
გიორგი კაკაურიძე: ესეც მნიშვნელოვანი პროექტია და არანაირად, არც შეჩერება და არც შეწყვეტა არ იგეგმება. კორპორაციას აქვს რესურსი, რომ ის თანხა, რომელიც 2021 წლისთვის არის საჭირო, დახარჯოს. გარდა ამისა, კორპორაციამ დააყენა საკითხი, რომ ამ სესხიდან 2021 წლის განმავლობაში საჭირო იქნებოდა დაახლოებით 30 მლნ ევრო, ამიტომ ეს 30 მლნ ევრო დარჩა სესხის ხელშეკრულებაში, ხოლო დანარჩენი თანხა საჭირო იქნებოდა 2022 წლის განმავლობაში და გადამისამართდა კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კორპორაცია ამაზე თანახმაა? წინმსწრებით იღებდა ამ თანხებს?
გიორგი კაკაურიძე: საკითხი განხილულია კოპორაციასთან და რა თქმა უნდა თანახმაა. შეთანხმება იყო, რომ არ უნდა აეთვისებინა ეს თანხა 2022 წლის განმავლობაში.
"გაზსაცავის პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. იცით ალბათ, ეს სჭირდება საქართველოს ეკონომიკას და ენერგოსექტორს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობისთვის"- აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება