17.იანვარი .2020 19:16

გაზსაცავის მშენებლობა სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევარში დაიწყება

views 309
უკან

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელის გიორგი ბახტაძის განცხადებით, საქართველოში გაზსაცავის მშენებლობა სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

ამის შესახებ ბახტაძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც გაზსაცავის ექსპლოატაციაში შესვლის თარიღის რამდენჯერმე გადავადებას ეხებოდა.

"თავიდან იყო ლაპარაკი, რომ გაზსაცავი ექსპლოატაციაში 2021 წელს უნდა შესულიყო, მაგრამ მოგეხსენებათ, გაზსაცავი ძალიან რთული ტექნიკური პროექტია. ეს არ არის თბოსადგური, ძალიან სერიოზული შესწავლა იყო საჭირო. ჩვენ აბსოლუტურად დეტალურად შევისწავლეთ ეს პროექტი, გავაკეთეთ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, რამაც ძალიან დიდი დრო წაიღო, თუმცა 2024 წლის დასაწყისში ვგეგმავდით, რომ ექსპლოატაციაში შესულიყო გაზსაცავი.

გამარჯვებული კომპანია მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გამოვლინდება და ჩვენი გეგმით, დაახლოებით, წლის მეორე ნახევარში დაიწყება მშენებლობა", - განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაზსაცავის პროექტის საინვესტიციო ღირებულება $250 მლნ-ს აღემატება, რაც ევროპის საინვესტიციო ბანკისა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კრედიტებით ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა