06.დეკემბერი.2018 11:44
ეკონომიკა, ბიზნესი

გაზსაცავის მშენებლობისთვის ტენდერის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გაზსაცავის მშენებლობისთვის ტენდერის პირველი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
სამგორის სამხრეთ თაღზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისა და ოპერირების მიზნით გამოცხადებული ტენდერის პირველი ეტაპი დასრულდა.

ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თემურ გოჩიტაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ტენდერის პირველ ეტაპზე ოთხი კომპანია გამოვლინდა, რომლებიც მეორე ეტაპის საკონკურსო პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

„ტენდერის პირველ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიები მომდევნო სამი თვის განმავლობაში წინადადებებს წარმოადგენენ, შემდეგ კი მათი განხილვა დაიწყება. საერთო ჯამში, ამ პროცესს დაახლოებით ოთხი-ხუთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადავა“, - განაცხადა თემურ გოჩიტაშვილმა.

ტენდერის პირველი ეტაპის გამარჯვებულებს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ამ ეტაპზე არ ასახელებენ.

შეგახსენებთ, რომ პროექტის სამშენებლო ვადებმა არაერთხელ გადაიწია და ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისი დასრულება 2021 წლის ბოლომდე იგეგმება.
გაზსაცავის მშენებლობას ერთის მხრივ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი - 150 მილიონი ევროს მოცულობის, მეორეს მხრივ კი ევროპის საინვესტიციო ბანკი 100 მილიონი დოლარის სესხით დააფინანსებს.
ავტორი: დათო ჯალაღონია

19.მაისი.2019 15:10
6

საქართველოდან-ჯორჯიის შტატამდე - აშშ-ში ექსპორტზე 50 ტონა ორგანული წვენი „ნადი“ გავა

ვრცლად
19.მაისი.2019 14:21
72

რა მოცულობის FDI-ს ელოდება საქართველო 2019 წელს? - ნათია თურნავას პასუხი

ვრცლად
19.მაისი.2019 13:30
81

ბიომეწარმეების ხმა პრემიერს - რა შეღავათები სჭირდება ბიზნესს?

ვრცლად
19.მაისი.2019 11:51
183

მინისტრი: უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ მიზნობრივი ინვესტორები

ვრცლად
19.მაისი.2019 11:10
472

მარტვილში მდებარე ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ოთხსეზონიან კურორტად იქცეს

ვრცლად
19.მაისი.2019 10:30
93

დღეს, საქართველოს IMF-ის მმართველი დირექტორი ეწვევა

ვრცლად