მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზსადენზე ავტომანქანის შეჯახების გამო სანზონის 6000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა

5e9dc02e68a5e
BM.GE
20.04.20 19:40
725
სანზონის, მუხრანისა და ტიბაანის ქუჩების კუთხეში გამავალი მაგისტრალური გაზსადენი ავტომანქანის შეჯახების შედეგად დაზიანდა და 6000-მდე აბონენტს გაზმომარაგება შუწყდა.

როგორც bm.ge-ის „თბილისი ენერჯიდან“ აცნობეს, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამსახური და მიმდინარეობს საშუალო წნევის მილსადის აღდგენითი სამუშაოები.

„გაცნობებთ, რომ ავარიის გამო გაზის მიწოდება შეუწყდა სანზონის (ღრმაღელის) 6000 მდე აბონენტს. კერძოდ - დასახლების კორპ. # 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19, 20, 21, 24, 25, 26, 27, 28, გურამიშვილის გამზ. 15, 15ბ, 19, 19ა, 21, 23, გუდამაყრის ქ. 5, 7, 7ა, 7ბ, ლიახვის ქ. 1, ჩარგლის ქ. 25, 26, 35, მეტრო ,,ღრმაღელესთან” სავაჭრო ცენტრის მიმდებარედ (იგივე დ. გურამიშვილის გამზ. 23ა) შპს ,,ჯორჯიან ჰაუსი”-ს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე მუხრანის, ჩარგლის, ნაგომარის, გლინკას, ხორნაბუჯის, თიანეთის, ნ. შენგელაიას, ზიგზაგის, გვაზაურის, ლიახვის, რატევანის, ჟინვალის, ჭოპორტის, დ. გარეჯელისა და ბოგვის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე აღნიშნულ ტერიტოიაზე განთავსებულ კომერციულ და საბიუჯეტო ორგანიზაციებს, მათ შორისაა ჩარგლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაგა-ბაღი #31, საჯარო სკოლა # 32, სკოლა # 207 და სხვა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბუნებრივი გაზის მიწოდება აღდგება ხვალ, 21 აპრილს 10.00 სთ-დან და დასრულდება 16:00 სთ-მდე.
კომპანია „თბილისი ენერჯი“ აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.