მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაზზე ფასის ზრდის გამო მარნეულის სასურსათო ქარხნის ნაწარმი გაძვირდება

6297676ce5086
ლიკა გურაბანიძე
01.06.22 21:21
935
ცოცხალი ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელ “მარნეულის სასურსათო ქარხანაში”, მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროდუქტებზე ფასების 5-დან 10 თეთრამდე ზრდა იგეგმება.

კომპანიაში ფასების კორექტირების მიზეზი, არასაყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივ აირზე 1-ლი ივლისიდან ფასების მატება გახდა.

როგორც “მარნეულის სასურსათო ქარხნის” მფლობელი კომპანიის “წყალი მარგებელის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ანა ბერიშვილი აღნიშნავს, ტარიფის ზრდა და შედეგად მომატებული ფასები მათ გაყიდვებზე უარყოფითად იმოქმედებს.

“ბუნებრივ აირზე ფასები 2022 წელს სამჯერ გაგვიძვირდა. პირველი იანვრიდან, პირველი მაისიდან და ახლა უკვე ფასის მატება პირველი ივლისიდან მოხდება. ეს ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი დარტყმაა. ჩვენთან, ბუნებრივი აირის მოხმარება დიდია და ახლა წლიურ ჭრილში ბუნებრივ აირზე გადასახდელი თანხა 100 000 ლარამდე გვიძვირდება. ასეთი ცვლილება გავლენას საბოლოო ფასზე თავისთავად ახდენს და ახალი პროდუქციის გამოშვება ბაზარზე გაზრდილი ფასით მოგვიწევს.” - აღნიშნა ბერიშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში მოქმედი ბიზნესისთვის კუბური მეტრი გაზის მოხმარების ტარიფი 25 თეთრი ძვირდება და 1.35 ლარი გახდება, ხოლო რეგიონებში ფასი 23 თეთრით გაიზრდება და კომერციული აბონენტები ერთ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 1.15 ლარის ნაცვლად 1.38 ლარს გადაიხდიან.