მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია, ავიცრათ და დავიცვათ რეკომენდაციები - გამყრელიძე

610154bd0e7ae
ინგა მურუსიძე
28.07.21 17:12
3140
"ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია, ავიცრათ და დავიცვათ რეკომენდაციები", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდვითარება საკმაოდ რთულია, 26 ივნისის შემდეგ ვითარება თანდათან, ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია.

„გუშინ და დღეს გარკვეულწილად პიკში ვართ. ერთადერთი, რაც შეინიშნება, ზრდის ტემპი თითქოს შემცირებისკენ არის, თუმცა არ ვიცით, რა იქნება. ზრდა ნელი ტემპით ალბათ გვექნება. ყველანაირი გათვლებით შევდივართ პიკში და ეს პიკი გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში, ხოლო მერე დაიწყებს დაღმასვლას, ოღონდ ნელი ტემპით. ამ ეპიდვითარების გაუარესების სამი გზა არსებობს, თუმცა ერთი, "ლოქდაუნი" კატეგორიულად გამორიცხულია, ხოლო დანარჩენი ორი გზა არის, მეტი აცრა და რეგულაციების დაცვა.

მოსახლეობა ვაქცინირების დროს აქტიურობს, რისთვისაც მადლობას ვუხდით, თუმცა მეტია საჭირო. წინასწარი ინფორმაციით, დღეს 16 ათასი აცრა იყო ჩანიშნული, რაც ძალიან კარგია, თუმცა მიზნობრივ მაჩვენებელს უნდა მივუახლოვდეთ. ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია და ყველამ თავი უნდა შევიკავოთ იმ ბუსტერებისგან, რაც ეპიდსიტუაციის გავრცელებისას მთავარია და ეს არის დიდი სუფრები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.