მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

GDBA ,,საირმე მინერალ ვოთერს“-ის თანამშრომელთა ნაწილის გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

64134b8ddc6c1
BM.GE
16.03.23 21:09
865
საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია (GDBA) „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლების გაფიცულ ნაწილთან მოლაპარაკების გაგრძელებას ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან“ ერთად მიზანშეწონილად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

“ასოციაციას, იმის გათვალისწინებით, რომ შპს “საირმე მინერალ ვოთერს”-ის საწარმოსთან არსებული სიტუაციის შესაბამისად, გაფიცვა შესაძლებელია სცილდებოდეს კანონით დადგენილ სამართლებრივ ნორმებს, მიზანშეწონილად მიაჩნია შპს "საირმე მინერალ ვოთერს“-ის და მასში დასაქმებულ პირთა საერთო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესში ჩაერთოს და მოლაპარაკებები გაგრძელდეს ,,საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან“ - თავმჯდომარის უშუალოდ მონაწილეობით.

კავშირი თავის მხრივ, პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით:

• მოახდენს დასაქმებულთა დეტალურ ინფორმირებას მიმდინარე სამართალურთიერთობის შესახებ, მოისმენს მხარეთა პოზიციებს და იმ შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გადაწყდეს დასმული საკითხები.

• მათ შორის მოახდენს იმ გაფიცული თანამშრომლების დეტალურ სამართლებრივ ინფორმირებას, რომლებიც შესაძლებელია გაფიცვის უფლების რეალიზებას ახდენდნენ კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ასევე მონაწილეობენ საწარმოს "ბლოკირების“ პროცესში, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

ა(ა)იპ "საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია“ დასაქმებულთა და კომპანია "საირმე მინერალ ვოთერსის“ ინტერესთა გათვალისწინებით, გამოხატავს მზაობას, "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის პროცესში ჩართულობის შემთხვევაში, შექმნას დამატებითი გარანტიები მხარეთათვის, რომელზეც შეთანხმდებიან "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან“, - ნათქვამია საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.