მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მივეჩვიეთ, რომ აღარ ვკოცნიდით ერთმანეთს, ასე უნდა გავაგრძელოთ" - გამყრელიძე

5f64afff0cc55
ინგა მურუსიძე
18.09.20 17:08
798
მივეჩვიეთ, რომ აღარ ვკოცნიდით ერთმანეთს, ასე უნდა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კარგია ბევრი ქორწილი და ბავშვის დაბადება, თუმცა, ერთი წელი ეს ყველაფერი მოკრძალებულად უნდა აღინიშნოს.

„აქამდე იყო სლოგანი დარჩით სახლში, ახლა სლოგანია ვისწავლოთ ცხოვრება და ადაპტაცია კორონავირუსთან ერთად. გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება იყოს ეპიდაფეთქებების დროს, მაგრამ დიდი, გლობალური შეზღუდვები ალბათ ნაკლები იქნება. ატარეთ ნიღაბი - ეს შეზღუდვა დარჩება დიდხანს. იგივე შეზღუდვაა - დაიცავით დისტანცია. გაზაფხულზე მივეჩვიეთ, რომ აღარ ვკოცნიდით ერთმანეთს, ხელს ვართმევდით მუშტით - ეს ისევ საჭიროა. ახლა ისევ ვუყურებ, ახალგაზრდები შეხვედრისას ისევ ძველებურად იქცევიან. მე ძალიან მინდა, რომ ბევრი ქორწილი იყოს, ბევრი ბავშვი დაიბადოს, მაგრამ ერთი წელი ეს ყველაფერი აღვნიშნოთ მოკრძალებულად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.