მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა დაიწყო

5f9af74da711f
BM.GE
29.10.20 22:18
768
პირველი თანამედროვე სტანდარტების ძალოსნობის ბაზა აშენდება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესსამსახური იტყობინება.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, გათვალისწინებულია თანამედროვე ტიპის 3-სართულიანი ნაგებობის მშენებლობა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშენებლობის დაწყების პროცესს დაესწრო და აღნიშნა, რომ რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

ბაზის პირველი სართულის ძირითადი ნაწილი მოიცავს სავარჯიშო დარბაზს მაყურებლებისთვის განკუთვნილი ტრიბუნებით.

ბაზის შენობა და ყველა სახის ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია და შშმ პირებს, როგორც სპორტსმენებს, ასევე მაყურებლებს სრულფასოვნად შეუძლიათ ისარგებლონ ყველა სახის მომსახურებით. მეორე სართული დაეთმობა სასადილო ზონას, მოსასვენებელ სივრცესა და ოფისებს. მესამე სართულზე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია საკონფერენციო დარბაზი და სასტუმრო ზონა. ჩაქვის ძალოსნობის ბაზის მშენებლობა 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.