მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს 200 ტონამდე ყურძენს ჩავიბარებთ... ღვინის დიდ ნაწილს ჩინეთში გავყიდით“ - "ხვანჭკარის ღვინის მარანი"

633c3afe9f832
ინგა მურუსიძე
05.10.22 10:10
469
კახეთში რთველი დასრულდა და რაჭაში კი ახლა იწყება. მთავრობის გადაწყვეტილებით, „სახვანჭკარე“ ღვინის მასალა კვლავ დასუბსიდირდება და ფერმერისთვის გადახდილი 7 ლარიდან ღვინის მარანი 4 ლარს სახელმწიფოსგან მიიღებს.

bm.ge რთველის დაწყების და ყურძნის მოლოდინის შესახებ “ხვანჭკარის ღვინის მარანის“ დირექტორს, გიორგი ჭანტურიას ესაუბრა, რომელიც მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებს.

როგორც ის ამბობს, რთველი რამდენიმე დღეში დაიწყება და მოლოდინი საკმაოდ მაღალია.

„წელს სუბსიდიამ და მოთხოვნა-მიწოდების საკითხმა მოგვცა შანსი, რომ გაგვეზარდა გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა. გასულ წელს დაახლოებით 150 ტონა ყურძენი გადავამუშავეთ, ხოლო წელს სავარაუდოდ, 200 ტონას გადავამუშავებთ. ჩვენ ჩვენი ვენახები გვაქვს, თუმცა ვაზი ახალია და დიდ მოსავალს არ ველოდებით, ყურძნის უმეტეს ნაწილს ჩავიბარებთ ფერმერებისგან“, - განაცხადა ჭანტურიამ.

მისი თქმით, მოთხოვნა გაიზარდა და „ხვანჭკარის“ ღვინის მარნის მიერ დამზადებული ღვინის დაახლოებით 30% რუსეთში გადის, ხოლო წელს სიახლეებია ჩინური ბაზრის მიმართულებით, ისე როგორც ევროპის მიმართულებით.

„ველოდებით სტუმრებს ჩინეთიდან. უკვე თითქმის მოვაწერეთ ხელშეკრულებას ხელი და სავარაუდოდ, ჩინეთში 2 კონტეინერს გავგზავნით თვეში, რაც დაახლოებით თვეში 30 ათასამდე ბოთლს ნიშნავს. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, ძირითადი ბაზარი იყო ქვეყნის შიგნით, ცოტა გადიოდა გერმანიაში, სკანდინავიის ქვეყნებში და ა.შ. გლობალურად არაფერი შეცვლილა ჩვენთვის, თუმცა არ გავჩერებულვართ. გუნდი შევინარჩუნეთ“, - განაცხადა ჭანტურიამ.

რაც შეეხება მუშახელს, გიორგი ჭანტურიას განმარტებით, მარანში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული მთელი წლის განმავლობაში, ხოლო ყურძნის კრეფის დროს ამას კიდევ 30 ადამიანი დაემატება.

ღვინის მარნის დირექტორი ამბობს, რომ მუშახელის მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, მათი ანაზღაურება ყოველწლიურად იმატებს და წელს სავარაუდოდ დღიურად 50 ლარით განისაზღვრება.