მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გებრეისუსი: მდიდარმა ქვეყნებმა ბავშვების აცრამდე ვაქცინა დაბალშემოსავლიან ქვეყნებს უნდა გაუნაწილონ

609ea53743ef1
ნათია თაქთაქიშვილი
15.05.21 00:12
1179
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს გებრეისუსის განცხადებით, მდიდარმა ქვეყნებმა ბავშვების აცრამდე ვაქცინა დაბალშემოსავლიან ქვეყნებს უნდა გაუნაწილონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„მე ვიცი რომ მაღალშემოსავლიანი ქვეყნები, დღეს უკვე მცირეწლოვანი ბავშვების აცრაზე ფიქრობენ, თუმცა მინდა მათ მოვუწოდო ვაქცინა გაუნაწილონ ღარიბ ქვეყნებს, სადაც რისკ-ჯგუფების მოთხოვნები ჯერ კიდევ არ არის დაკმაყოფილებული“, - განაცხადა გებრეისუსმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რომ ბევრ ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები და ის პირები, ვისაც უშუალო შეხება აქვთ ინფიცირებულებთან, აცრილი ამ დრომდე არ არიან.

„ამჟამად, საშუალო- და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს ვაქცინის მხოლოდ 0.3%-ი მიეწოდათ COVAX პლატფორმიდან. ამ მაჩვენებლებით, კორონავირუსთან ბრძოლა არც ისე ეფექტიანად მიმდინარეობს“, - განაცხადა გებრეისუსმა.

CNN- წერს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ამ ეტაპზე არ დაუსახელებია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე ცოტა ვაქცინის ადმინისტრირება მოხდა.

ცნობისთვის, Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება უკვე დაშვებულია 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფისთვის.