"ჩვენი ახალი სახელწოდება - „რეფორმა“ გულისხმობს როგორც ჩვენი კომპანიის რე-ფორმირებას, ასევე, ამაში დევს მთელი ინდუსტრიის რეფორმირების კონცეფცია იმ მრავალი გამოწვევის ფონზე, რაც ჩვენს წინაშე დგას. ჩვენს გვაქვს ამბიცია, რომ ამ პროცესის ავანგარდში ვიყოთ“, - ამის შესახებ “საქმიანი დილის” ეთერში გეგი ქელბაქიანმა, კომპანია „რეფორმას“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
"რებრენდინგი არ გაგვიკეთებია მხოლოდ სახელის ცვლილებისთვის. ეს წლების მანძილზე მზადდებოდა და რებრენდინგი ლოგიკურად მოიტანა იმან, რომ ჩვენ კომპანიის შიგნით გავიაზრეთ და გადავწყვიტეთ კომპანიის ახალ საფეხურზე აყვანა. ზოგადად, განვითარება ხდება ასე - ბაზარი გკარნახობს განვითარებას, ან ხვდები, რომ ბაზარზე პრობლემაა და რაღაც ახალს პოულობ. ჩვენ წავედით იმ გზით, რომ ბაზარზე დავინახეთ ბევრი გამოწვევა და “რეფორმა” სწორედ ამიტომ დავარქვით, - კონცეფციაში არამხოლოდ ჩვენი საკუთარი რეფორმირება არის აქცენტირებული, არამედ ზოგადად, სამშენებლო ინდუსტრიის რეფორმირების საჭიროება ჩანს. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ამ პროცესის ავანგარდში ვიყოთ", - ამბობს გეგი ქელბაქიანი.
მისი თქმით, სამშენებლო სექტორი დღეს მძიმე მდგომარეობაშია, გამოწვევებს კი ინდუსტრია ვერ პასუხობს.
"დღეს ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაშია, პრაქტიკულად, ყველა მხრიდან არის გამოწვევა, რომელზე პასუხის გაცემაც, სამწუხაროდ, ინდუსტრიის დონეზე შეუძლებელია. პირველ რიგში, ეს არის ინფლაცია და ფასების ზრდა. ასევე, ინდუსტრიაში პრობლემატურია მუშახელი. ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რომ ევროპის ბაზარი გაიხსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტები, სამწუხაროდ, წავიდნენ ევროპაში გაცილებით მაღალი ანაზღაურების გამო. შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან დაეტყო ჩვენ სექტორს", - აღნიშნა „რეფორმას“ გენერალურმა დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო