მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეგმა ძალიან ამბიციურია, მთავარია შესრულებადი იყოს“ - ნინო ზამბახიძე „ეკონომიკა 2030“-ზე

60e429f5d3698
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.21 22:37
712
„გეგმა ძალიან ამბიციურია, მთავარია შესრულებადი იყოს“, - ასე აფასებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე დღეს ეკონომიკის მინისტრის მიერ წარდგენილ 10-წლიან პროგრამა „ეკონომიკა 2030“-ს.

ის თვლის, რომ დღეს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესს ბევრი გამოწვევა აქვს და იმ შემთხვევაში თუ გეგმა შესრულდება მდგომარეობა გასწორდება.

„აგროტურიზმში დაანონსებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან რეალისტურია. ვიცით მცირე და საშუალო ბიზნესში, მათ შორის ფერმერულ მეურნეობებში კოვიდ პანდემიამ რა გამოწვევები მოიტანა. ამიტომ გეგმა, რომელიც ხორციელდება როგორც ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, ვფიქრობ, რომ ფერმერულ მეურნეობებს და აგროტურიზმის სექტორს ხელს შეუწყობს.

დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია დასაქმების ფაქტორი და ეს ის სფეროა, სადაც შეიძლება უფრო მეტი ადამიანია დასაქმდეს და სიღარიბის ზღვარმა ოდნავ მაინც დაიწიოს. გეგმა ძალიან ამბიციურია, მთავარია შესრულებადი იყოს. ძალიან ბევრი გამოწვევაა დაწყებული განათლებით დასრულებული ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობით და გეგმა არ უნდა დარჩეს გეგმად“, - განაცხადა ზამბახიძემ.