მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა მთავრობა ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიან წახალისებას? - თამარ გაბუნია

61e669d593b68
ვიქტორია მღებრიშვილი
18.01.22 11:25
836
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო იანვრის ბოლომდე იმ დამატებით წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელებს, რომლებიც საყოველთაო ვაქცინაციის გეგმის შესრულებისთვის იქნება საჭირო. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბუსტერ-დოზაზეც 200-ლარიანი წახალისების მექანიზმის ამოქმედების შესაძლებლობას შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველო ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2022 წლის საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის 70%-ის მოცვის გეგმას უნდა აჰყვეს და ამ მიზნის შესრულებისთვის საბჭო სხვადასხვა მექანიზმზე მუშაობს.

"მოსახლეობის 70%, ის სამიზნეა, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ზოგადად სვამს. ჩვენ გამონაკლისი ვერ ვიქნებით და უნდა ავყვეთ ამ ამბიციურ გეგმას. ჩვენ რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს წახალისების მექანიზმია, რაც აქამდე საკმაოდ ეფექტიანად მუშაობდა და ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მუშავდება ვაქცინაციის გეგმის განახლებული ვარიანტი და ამ კვირაში დამატებითი კონსულტაციები იქნება ამ საკითხზე.

იანვრის ბოლომდე წახალისების სქემა მოქმედებს და ჩვენ გვექნება დამატებითი შეთანხმება იმაზე თუ როგორ უნდა გაგრძელდეს წახალისება როგორც ძირითადი - პირველი და მეორე დოზების ადმინისტრირების, ასევე ბუსტერ-დოზების კუთხით, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია ხანდაზმულებში, სამედიცინო პერსონალში და სხვა რისკ ჯგუფებში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.