მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმავს თუ არა მთავრობა კორონავირუსის გამო იტალიასთან დამატებით რეგულაციებს

5e565114dedae
თელარა გელანტია
26.02.20 15:04
666
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მთავრობა კორონავირუსის გამო, იტალიასთან დამატებით რეგულაციებს ჯერ არ გეგმავს.

ამის შესახებ მინისტრმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

„ჩვენი საელჩო (იტალიაში) მუშაობს ამ მიმართულებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იტალიელი მგზავრი, როგორც ევროკავშირის მოქალაქე მოწმდება როგორც ადგილზე იტალიაში, ასევე მოწმდებიან ჩვენს საზღვარზეც სპეციალისტების მიერ. საჭიროების შემთხვევაში მათაც გაეწევათ ის დახმარება, რასაც ჩვენ სხვა მოქალაქეებს ვუწევთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისივე თქმით, „ჩინეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან საქართველოში საუკეთესო პირობებში“.

„საჩხერის სასტუმრო კომპლექსთან ახლოს მდებარეობს კლინიკა, რომელსაც გააჩნია იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადამიანებს გაუწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება პირბადეების მარაგს, დეფიციტი მსოფლიო მასშტაბით არის შექმნილი. საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომწოდებლებმა დამატებით შემოიტანონ პირბადეები შესაბამისი ღირებულებით“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი მომატებულია, მაგრამ მთავრობას ყველა ღონისძიება გატარებული გვაქვს, რაც ამ რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

„პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს პროცესი. ჩვენ ყველა უწყება ერთობლივად ვმუშაობთ. გვაქვს აბსოლიტურად სრული ინფორმაცია შემომავალ მგზავრებზეც და ასევე, იმ პირებზეც, რომლებიც ამ ეტაპზე სამედიცინო დაკვირვების პროცესში იმყოფებიან. საფრთხის რისკი მომატებულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა ღონისძიება უკვე გატარებული გვაქვს, რაც ახალი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს განცხადებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, - აღნიშნა მან.