მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გეგმიური ოპერაციები განახლდება- თამარ გაბუნია

5ebbdedf49113
BM.GE
13.05.20 15:44
2204
გეგმური ოპერაციები განახლდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე , რომ კროონავირუსის ინფექციის გავრცელების რისკი შემცირდა და კლინიკების მზაობაც კონტროლის კუთხით მაღალია, სამინისტრო ფიქრობს, რომ გეგმიური ოპერაციები ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.

„ ბოლო 2-3 თვის განმავლობაში, კლინიკაში მიმართვიანობა გეგმური შემთხვევების ხარჯზე შემცირდა, რომლის გადავადებაც შესაძლებელი იყო. გადავადების გადაწყვეტილება მიიღეს თავად პაციენტებმაც. ამ შემთხვევაში არ იყო ნამდვილად რეკომენდირებული გეგმური ჩარევების ინტენსიური ჩატარება, იმის გამო, რომ ვიყავით ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის წინაშე. ახლა, როდესაც ეს რისკი შემცირდა, კლინიკების მზაობაც, ინფექცის კონტროლის კუთხით, მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ეს იყო ეპიდემიის დასაყისში. უკვე ვფიქრობთ, რომ გეგმური ოპერაციების ჩვეული ტემპი განახლდება და პაციენტები დაუბრუნდებიან კლინიკებს გეგმური ჩარევებისთვის“- აცხადებს გაბუნია.