მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გეგმიური ოპერაციების გადადება არ ნიშნავს, რომ ეს არ მიგვიყვანს გარკვეულ რისკებამდე ხვალ და ზეგ“

5fbbb5eb811e4
ელენე გოგბერაშვილი
23.11.20 23:20
1193
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფომ მოქალაქეებს 10 ნოემბრიდან მომავალი წლის 1 მარტამდე გეგმიური ქირურგიული მომსახურების დაფინანსება შეუჩერა. შესაბამის ცვლილებებს მთავრობის №688 დადგენილება ითვალისწინებს.

კლინიკების ნაწილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის კარგი არც პაციენტისთვის და არც კლინიკისთვის. მათივე მოსაზრებით, რადგან დადგენილება მხოლოდ გეგმიურ ოპერაციებს ეხება, ამან შეიძლება პაციენტთა სიცოცხლეს საფრთხე არ შეუქმნას, თუმცა ზიანი მიაყენოს მისი ჯანმრთელობის ხარისხს.

„ესა თუ ის გეგმიური ოპერაცია დღეს რომ არ გაკეთდეს, შეიძლება სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, მაგრამ მისი გადადებით სიცოცხლის ხარისხს შესაძლოა ზიანი მიადგეს და სიტუაცია იქამდე მივიდეს, რომ სასწრაფოდ გასაკეთებელი გახდეს, რაც გაცილებით მეტ რისკთან არის დაკავშირებული, ვიდრე გეგმიურ რეჟიმში მისი განხორციელება.

ეს ცვლილებები ეხება ზოგად ქირურგიულ ოპერაციებს, უროლოგიას, გინეკოლოგიას, მუცლის ღრუს ქირურგიას, ორთოპედიულ და ნეიროქირურგიულ ოპერაციებს. თუ აუცილებელი დღეს არ არის ჩარევის განხორციელება, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გადადება არ მიგვიყვანს გარკვეულ რისკებამდე ხვალ და ზეგ“, -აცხადებს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემის“ ხელმძღვანელი, იაგო კალანდაძე.