01.დეკემბერი .2015 18:27

რუსეთმა იმ პროდუქტების სია გამოაქვეყნა, რომლის იმპორტსაც 2016 წლიდან შეზღუდავს

views 1440
უკან

რუსეთის მთავრობამ იმ პროდუქციის სია გამოაქვეყნა, რომელთა იმპორტს თურქეთიდან 2016 წლის 1 იანვრიდან აკრძალავს ან შეზღუდავს. სიაში შევიდა: ქათმის ხორცი და მისი ნაწილები, ყვავილი მიხაკი, პომიდორი, ხახვი, ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი, კიტრი, ფორთოხალი, მანდარინი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, მარწყვი და მარილი. ემბარგო რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის 1 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე არის დაწესებული.