ბილ გეითსი აცხადებს, რომ მომდევნო 4-6 თვე ამერიკისთვის იქნება ყველაზე ცუდი პანდემიის პერიოდში. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვაქცინის დისტრიბუცია დაიწყო, ჯერ აშშ შორსაა ამ "უღრანი ტყიდან" გასვლისგან, ვინაიდან ზამთარი ყველაზე რთული იქნება სიკვდილიანობის კუთხით. Microsoft-ის დამფუძნებელმა ამის შესახებ CNN-ის ეთერში ისაუბრა. მისი თქმით, "ჯანდაცვის მონაცემების და შეფასების ინსტიტუტის" მოდელის მიხედვით, აშშ-ში 2021 წლის 1 აპრილამდე, შესაძლოა, ვირუსს დამატებით 200 000 ადამიანი ემსხვერპლოს. ამჟამად, ვირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 306 000-ს აჭარბებს.
ცნობისთვის, ბილ და მელინდა გეითსების ფონდს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ამდრომდე $1.75 მლრდ აქვთ გადარიცხული.
შეგახსენებთ, მიჩიგანში მდებარე Pfizer-ის ქარხნიდან, სატვირთო მანქანები უკვე დაიძრა, მათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უნდა დაარიგონ, რაც დაახლოებით 3 მლნ დოზას მოიცავს.
Pfizer-ის ვაქცინას ავტორიზაცია გასულ კვირას ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციამ (FDA) მიანიჭა. პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო მუშაკები და მოხუცთა თავშესაფარში მყოფი პირები. მასობრივი ვაქცინაცია გაზაფხულამდე და შეიძლება ზაფხულამდეც ვერ მოხერხდეს. სწორედ ამიტომაც ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსის სრული გაკონტროლება ამერიკაში მომდევნო წლის პირველ ნახევარში ვერ მოხერხდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება