Reuters-Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 40% მხარს უჭერს ტრამპის მუქარას TikTok-ის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, გამოკითხვა 1,349 ზრდასრულს შორის ჩატარდა, მათი 30%-ი აცხადებს, რომ ეწინააღმდეგება აპლიკაციის აკრძალვას, ხოლო დარჩენილი 30%-სთვის სულერთია აპლიკაცია აიკრძალება, თუ არა.
ამასთან, Forbes-ი წერს, რომ პარტიულ ჭრილში რესპუბლიკელების 69% მხარს უჭერს ტრამპის ინიციატივას აპლიკაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, ხოლო დემოკრატების - 21%. რესპუბლიკელების 32% აღნიშნავს, რომ აპლიკაციის შესახებ შესაბამის ინფორმაციას ფლობს, ხოლო დემოკრატიული პარტიის წამომადგენელთა - 46% ფლობს.
Reuters-Ipsos-მა აღნიშნული გამოკითხვა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ჩინეთის მთავრობამ ახალი რეგულაციების დაწესება გადაწყვიტა.
ჩინეთის ხელისუფლებამ იმ წესებს გადახედა, რომელიც უცხოური კომპანიებისთვის ტექნოლოგიური კომპანიების მიყიდვას არეგულირებს.
შეგახსენებთ, მსოფლიოში პოპულარული ვიდეო აპლიკაცია TikTok-ის შეძენით, Microsoft-თან ერთად, Walmart-იც დინტერესდა. TikTok-ს აშშ-ში, დაახლოებით, 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციის სავარაუდო გასაყიდი ფასი $40-50 მილიარდია.