მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰოსპიტალში მოხვედრილი covid-პაციენტების 98% აცრილი არ არის - თამარ გაბუნია

6169760891208
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.21 16:45
722
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჰოსპიტალიზებული და მძიმე covid-პაციენტებში აცრის მაჩვენებელს ასახელებს და აცხადებს, რომ დღევანდელ სიტუაციაში ვაქცინაცია ერთადერთი გამოსავალია.

ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„სტატისტიკა გვეუბნება, რომ ინფიცირებული პირების უდიდესი ნაწილი აუცრელი იყო; ასევე იმ პირების უდიდესი ნაწილი, რომელიც ჰოსპიტალში ხვდება, აცრილი არ არის. ეს დაახლოებით 98% ან უფრო მეტია.

რეანიმაციაში ხვდება აცრილი პირების 1%-ზე ნაკლები და იყო ერთეული გარდაცვალების შემთხვევები.

ვაქცინა იცავს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალებისგან. ამრიგად, ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია დღევანდელ მდგომარეობაში“, - აცხადებს გაბუნია.

ცნობისთვის: ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 34 394, საიდანაც: 5 153 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 747, აჭარაში - 470, იმერეთში - 1 255. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 154 პირი, მათ შორის, თბილისში - 371, აჭარაში - 81, იმერეთში - 412. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 262 პირი, მათგან თბილისში - 144, აჭარაში - 18, იმერეთში - 29. 907 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 515 - თბილისში, 189 - აჭარაში. 28 334 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.