მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამისონის კურორტი და „ოსეთის დისნეილენდი“ - ჩრდ. ოსეთის გრანდიოზული პროექტები

60b51740f293f
მადონა გასანოვა
31.05.21 23:41
4055
ჩრდილოეთ ოსეთში, მამისონის სამთო-სათხილამურო კურორტის გახსნა, ვადაზე ადრე, 2023 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება. ოთხი სეზონის, სამთო-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობის ბიუჯეტი 15.6 მილიარდი რუბლია (212 მილიონი აშშ დოლარი). ჩრდილოეთ ოსეთის მეორე გრანდიოზული პროექტი კი, ალანიას პარკი, სტუმრებს 2022 წელს მიიღებს.

მამისონის სამთო-სათხილამურო კურორტი და ალანიას პარკი, რომელსაც ოსეთის დისნეილენდს უწოდებენ, ჩრდილოეთ ოსეთის უმსხვილეს პროექტებად ითვლება. ორივე პროექტის ძირითადი ინვესტორი, 66 წლის ვლადიმერ გურიევია. გურიევი რამდენიმე კომპანიის მფლობელი და სამთო-მეტალურგიული კომპანია "სპლავის" აქციონერი, რომელსაც კრასნოიარსკის სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი ქარხნის 100% ეკუთვნის და ასევე საფეხბურთო კლუბ „ალანიას" პრეზიდენტია.

მამისონის კურორტზე, საწყისი გეგმის მიხედვით, ობიექტების ექსპლუატაციაში ჩაშვება 774 საწოლფონდის უზრუნველყოფის შემდეგ 2024 წლის მეოთხე კვარტალისთვის უნდა მომხდარიყო. თუმცა, გურიევის თქმით, რადგან პირველი საბაგირო გზა და 200 სასაწოლე ფონდი 2023 წლის მე-4 კვარტლისთვის მზად იქნება, პროექტი ექსპლუატაციაში გეგმაზე ადრე ჩაეშვება. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, Expert South-ი ავრცელებს.

ობიექტზე უკვე დასრულებულია სასტუმროების ადგილ-მდებარეობისა და მათი კატეგორიების განსაზღვრა. ამჟამად მიმდინარეობს არქიტექტურული გადაწყვეტების შემუშავება, რომელიც მოხდება როგორც ნაციონალური კოლორიტების, ასევე საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.

ოთხი სეზონის, სამთო-სარეკრეაციო კომპლექსის მშენებლობის ბიუჯეტი 15.6 მილიარდი რუბლია (US$
122,220,000). 2024 წლამდე, პროექტის პირველი ეტაპის დასასრულებლად, 9 მილიარდი რუბლის გამოყოფა ფედერალური ბიუჯეტიდან იგეგმება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს, ორი საბაგირო გზის მშენებლობას, 14.9 კმ სიგრძის სამთო-სათხილამურო ტრასის მოწყობას, მომსახურების ცენტრებსა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

პროექტის მეორე და მესამე ეტაპზე მოხდება სამთო-სათხილამურო ტრასების მშენებლობა, მოეწყობა ზვავდამცავი სისტემები, საავტომობილო გზები, პარკინგის სივრცე და განთავსების ობიექტები.
რაც შეეხება ალანიას პარკს, რომლის გახსნაც 2022 წელს იგეგმება, იგი, არა მხოლოდ გასართობი პარკის ფუნქციის მატარებელი იქნება, მსგავსად, დისნეილენდისა, ან ევროპარკისა, არამედ საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც შეითავსებს. მასში წარმოდგენილი იქნება კავკასიის ყველა ხალხის კულტურა. ალანიის პარკში მოეწყობა 30-ზე მეტი გასართობი, მათ შორის, პლანეტარიუმი, სათხილამურო მოედანი, 3D კინოთეატრი, აკვაპარკი, საკვები ობიექტები და სხვა, - ნათქვამია region15.ru-ს სტატიაში.

მამისონის ოთხი სეზონის კურორტითა და ალანიას პარკით, ჩრდილოეთ ოსეთი ტურისტების მოზიდვას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან გეგმავს.