მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ პანდემიის მართვა ძნელი იყოს - თენგიზ ცერცვაძე

61826d7d2b2a1
ვიქტორია მღებრიშვილი
03.11.21 15:50
738
საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ პანდემიის მართვა ძნელი იყოს და ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს - ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას და გამოსავალ გზებს ეხებოდა.

ვაქცინაცია და პირბადის ტარება - ესაა ორი მთავარი რეკომენდაცია თენგიზ ცერცვაძისგან, რომელიც თვლის, რომ თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ის საფრთხე, რომელსაც კორონავირუსი მათ ჯანმრთელობას უქმნის. 

"კლინიკური მართვის გარდა 3 ფაქტორი არსებობს, რომელიც პანდემიის მასშტაბებს განსაზღვრავს - პირბადის გამოყენება, რომლის დონე საქართველოში ძალიან დაბალია - 45%, ევროპაში კი - 90%; მეორეა ვაქცინაცია - საქართველოში მთლიანი მოსახლეობის 25%-ია აცრილი, ევროპა - აშშ-ში - 90%; მესამე ფაქტორი კი ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებაა, რაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს; ადრე იყო ქელეხები და ქორწილები, ახლა დაემატა პოლიტიკური მოტივაციით მიტინგები და თანაც არაერთი და ორი, არამედ პერმანენტული...

საქართველოში ყველა პირობაა იმისთვის, რომ პანდემიის მართვა ძნელი იყოს და ინფიცირების შემთხვევებმა კიდევ უფრო მოიმატოს, ამას მხოლოდ ერთი რამ უშველის - მოსახლეობამ გააცნობიეროს რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ და გააცნობიეროს ის შესაძლებლობები, რომელსაც მას ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყნის ხელმძღვანელობა სთავაზობს. პირველ რიგში დღიურიად ასაცრელად 40 – 50 ათასი კაცი მივიდეს აცრის პუნქტებში და არა 3-4 ათასი. ამას არაფერი უნდა, ეს არ არის დაკავშირებული პოლიტიკურ აქტივობასთან ... 40-50 ათასმა ადამიანმა თავის თავში უნდა იპოვოს ძალა, რომ აცრაზე მივიდეს და ყველამ უნდა ვატაროთ პირბადეები. თბილისში ეს წესი ასე თუ ისე დაცულია, თბილისის გარეთ კი - არა“, - აცხადებს ცერცვაძე.