მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გელა ხანიშვილი წელს ექსპორტის რეკორდულ მაჩენებელს პროგნოზირებს

618e63214d76b
ინგა მურუსიძე
12.11.21 22:05
661
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი მიმდინარე წელს ექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს პროგნოზირებს.

მისი თქმით, დაახლოებით მილიარდ 100 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება ექსპორტი მიმდინარე წელს, რაც რეკორდია.

„პანდემიის პერიოდმა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტებში, მის დიზაინსა და მართვაში თავისი კორექტივები შეიტანა, მაგრამ მთლიანობაში მთავრობის, პარლამენტის ძალისხმევით ჩვენ შევძელით გასულ წელს არ შეგვეჩერებინა ზრდა სოფლის მეურნეობაში.

ეს კი ექსპორტზე აისახა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2021 წელი იქნება აბსოლუტური რეკორდი ექსპორტის თვალსაზრისით და დაახლოებით მილიარდ 100 მლნ დოლარის ფარგლებში იქნება ექსპორტი მიმდინარე წელს, რაც რეკორდია. 2012 წელს, 253 მლნ დოლარის პროდუქცია იყო ექსპორტირებული“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.