07.სექტემბერი .2020 20:40

გელოვანის გამზირსა და მაჭავარიანის ქუჩაზე სამუშაოების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

views 310
უკან

თბილისის მერია მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას განაგრძობს. საგზაო სამუშაოების გამო, მაჭავარიანის ქუჩაზე, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მოძრაობის შეზღუდვის მიუხედავად, გზის სავალ ნაწილზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, ასევე, მაგისტრალური წყალსადენის კვანძების მოწყობა მიმდინარეობს, რის გამოც, 9 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე, ტრანსპორტის მოძრაობა მარშალ გელოვანის გამზირზეც შეიზღუდება.

ანალოგიურად, გზის აღნიშნულ მონაკვეთში მოძრაობის მიმართულება არ შეიცვლება და ავტომობილებს გადაადგილება გელოვანის გამზირის გავლით შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა